top of page

ჩვენ ვართ

WeResearch კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად 2017 წელს დაარსდა. თუმცა, ორგანიზაციის მკვლევართა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტებს 2013 წლიდან ახორციელებს. WeResearch ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებს სთავაზობს გამოყენებითი კვლევების ჩატარებას, კვლევითი პროცესების ტექნიკურ მხარდაჭერას, ტრენინგებსა და კონსულტაციებს. ორგანიზაციის საქმიანობა ეყრდნობა მრავალმხრივ მეთოდოლოგიას და ფარავს სხვადასხვა სოციალურ საკითხს. WeResearch-ის გუნდი შედგება ბორდის ხუთი წევრისა და 15-ზე მეტი აფილირებული მკვლევარისგან.

ჩვენ გვჯერა

WeResearch-ი ახალგაზრდა ქალების მიერ დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციაა. ჩვენ გვჯერა, რომ სოციალური კვლევა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ცოდნის შესაქმნელად. იგი აუცილებელი საფუძველია გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკისა, თუ პროგრამების შემუშავებისთვის. ჩვენი როლია, სიღრმისეულად შევისწავლოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური საკითხები, მარგინალური ჯგუფების ყოველდღიურობა და ხმის გაჟღერების საშუალება მივცეთ მათ, ვინც ნაკლებად ჩანს საზოგადოებაში.

WeResearch-ისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და ამ გზით საქართველოში მკვლევართა გაძლიერება. ამიტომ ჩვენი კვლევების დიდი ნაწილი საჯაროა და ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ჩვენი კოლეგა მკვლევარებისგან უკუკავშირის მიღებისა და გათვალისწინებისათვის. გარდა ამისა, ჩვენს ბლოგზე ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება აქვთ გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და კვლევითი გამოცდილება.

WeResearch-ი ფემინისტური ღირებულებების მატარებელი ორგანიზაციაა. ჩვენ ვიზიარებთ გენდერული თანასწორობის იდეას და მიგვაჩნია, რომ ქმედითი ღონისძიებები არის გასატარებელი ქალთა გაძლიერებისა და მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. შესაბამისად, ჩვენ კვლევის ყველა ეტაპზე ვითვალისწინებთ გენდერულ ასპექტებს. 

ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ამიტომ, ჩვენი პერსპექტივა კვლევის პროცესში ყოველთვის ინტერსექციურობის პრინციპს ეფუძნება.

ჩვენ გვჯერა

ჩვენ ვზრუნავთ

ჩვენ ვზრუნავთ

WeResearch-ი სრულად იზიარებს სოციალური მეცნიერებების ფარგლებში შემუშავებულ ეთიკურ პრინციპებს. "არ ავნო" არის ის მთავარი პრინციპი, რომელსაც ვეყრდნობით კვლევის ყველა ეტაპზე. გარდა ამისა,  კვლევის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მონაცემების დაცვასა და რესპონდენტების კონფიდენციალობას.  

ჩვენ ვთანამშრომლობთ

ჩვენ ვთანამშრომლობთ:

logo-unfpa-jpg.jpg
UN Women.png
bottom of page