უკვე დიდი ხანია მინდა დავწერო ბლოგი WeResearch -ისთვის. ხან რა იდეა მომივიდა, ხან რა. ზოგ თემაზე დავიწყე კიდეც ფიქრი და წერა, თუმცა ვერ დავასრულე, რადგან მომეჩვენა, რომ ნაკლებად აკადემიური იყო და მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს გადმოსცემდა. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა მეტი დრო დამეთმო ამ საკითხისთვის. თუმცა ბლოგში მოცემული ინფორმაცია, ასევე ეყრდნობა ჩემს გამოცდილებასა და დაკვირვებებს.
ამ პოსტის თემა ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას ეხება. უკვე 6 წელია რაც მონიტორინგისა და შეფასების კუთხით ვმუშაობ როგორც განვითარებად ქვეყნებში, ასევე ჰუმანიტარულ კონტექსტში (development and humanitarian context). ვინაიდან აკადემიური ცოდნა ამ მიმართულებით არ მქონდა, ნაკლებად ვიცნობდი შეფასების თეორიებს (evaluation theories) და ჩემს მიერ დაგროვებული ცოდნა მხოლოდ პრაქტიკას ეყრდნობოდა. ბოლო რამდენიმე წელია რაც დავიწყე შეფასების მიმართულებით თეორიული ცოდნის ათვისება. ამ პროცესში მუდმივად ვაწყდებოდი დილემას, არის თუ არა პროგრამის შეფასება აკადემიური კვლევა? როდესაც ამ საკითხზე ლიტერატურის მოძიება დავიწყე, გადავაწყდი რამდენიმე საინტერესო მასალას. ამ საკითხის მკვლევარების ნაწილს მიაჩნია, რომ შეფასება არის აკადემიური კვლევის შემადგენელი ნაწილი ან ქვე-კომპონენტი, ხოლო ნაწილი თვლის, რომ შეფასებისა და კვლევის პროცესები მხოლოდ გარკვეულ ნაწილში იკვეთება ერთმანეთთან (მაგ: მეთოდოლოგია). ორივე მხარე თანხმდება, რომ მსგავსება-განსხვავების დასადგენად აუცილებელია განმარტებების განხილვა. ამ ბლოგში ვეცდები, განვიხილო შეფასებასა და აკადემიურ კვლევას შორის განსხვავება-მსგავსება და მივყვე არგუმენტს, თუ რატომ მიმაჩნია შეფასება გამოყენებითი, და არა აკადემიური კვლევის ნაწილად.

コメント